пятница, 20 ноября 2009 г.

saswavlo proeqtis dagegmvis procesi

1.პროექტის სახელი: თბილისის მუზეუმები

2.პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ თბილისში ინფორმა-
ციას თბილისში არსებულ მუზეუმებზე

3.პროექტის სრული აღწერა: პროექტში ჩართული მოსწავლეები მოიძიებენ
ინფორმაციას თბილისის მასშტაბით არსებულმუზეუმებზე. გარკვეული რაოდენობის მუზეუმების ჩამონათვალი დაურიგდებათ მოსწავლეებს ჯგუფებში. ამის შემდეგ იწყებენ ინფორმაციის შეგროვებას იმ მუზეუმებზე,
რომლებიც მათ შეხვდათ-- მოიპოვებენ მისამართს,ტელეფონს,ფოტოებს,როგორც გარეგნული ისე შიდა ნაწილის ამსახველს, მოკლე ისტორიას ამა თუ იმ მუზეუმის დაარსების შესახებ. ეს ინფორმაცია ბოლოს დაკაბადონდება და აიკინძებ როგოგც საცნობარო(წიგნი მაგარი ყდით) და დავდებთ სკოლის ბიბლიოთეკაში, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებისათვის.

4. მოსწავლეთა ასაკი: IX კლასი

5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი ან ორი თვის განმავლობაში

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული მასალების პრეზენტაცია(მათ შორის კომპიუტერული), ინსტრუქციების მიცემა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ამ პროექტის შემდეგ სკოლას ექნება გამზადებული ცნობარი მნიშვნელოვანი
ინფორმაციებით.

8. სარგებელი სხვებისთვის: სკოლაში ნებისმიერ მასწავლებელს,მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ზუსტი ცნობები დაგეგმილი ექსკურსიის, გასვლითი გაკვეთილის თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო მუზეუმის შესახებ, რაც ხშირად დღევანდელ დღეს მნიშვნელოვან საზრუნავს წარმოადგენს.

9. სამუშაო ენა: ქართული.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: ისტორია

12. ფასილიტატორი: ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ფანცულაია

13. ელ. ფოსტა: xatunapanculaia@gmail.com



четверг, 19 ноября 2009 г.